понедельник, 9 ноября 2009 г.

ქ.გორის ,,თანამდროვე და ტრადიციული ხელოვნების პროფესიული სასწავლებელი” (ასოციაცია)

ქ.გორის ,,თანამდროვე და ტრადიციული ხელოვნების პროფესიული სასწავლებელი”
(ასოციაცია)

დირექტორი_ ლიზი მამულაშვილი


მისია:


გორის ხელოვნების პროფესიული სასწავლებლის მისიაა ქართულ ხალხურ და პროფესიულ ხელოვნებაში და კულტურაში ცოდნის გაღრმავების და შემოქმედება-განვითარების გზაზე ადამიანის კეთილშობილური აღზრდით მისი კეთილდღეობის მიღწევა კულტურული საზოგადოებრივი თვითკმარი კერა-ქსელების შენარჩუნება-განვითარების საშუალებით გორის რეგიონში და საქართველოში, კავკასიაში და ევროპაში.

ორგანიზაციის შესახებ:

გორის ხელოვნების პროფესიული სასწავლებელი დაარსდა 2004 წელს საბუნებისმეტყველო და ხელოვნების დარგის სპეციალისტების ინიციატივით. სპეციალური სასწავლო პროგრამები ყოველდღიური სასწავლო კლასების პარალელურად ითვალისწინებს სწავლება-ტრენინგებს, გასვლით სესიებს და ექსკურსიებს, გამოფენა-გაყიდვებს, ფესტივალებში მონაწილეობას და სხვა.
სასწავლებლის ღონისძიებებში მონაწილეობით მოსწავლეები (ამჟამად გორიდან და მიმდებარე რაიონებიდან) სპეციალისტებთან, ექსპერტებთან და ხელოვანებთან ურთიერთობაში, მათი რჩევა-მხარდაჭერით საკუთარი საქმიანობის დახვეწა-განვითარებით ეზიარებიან ხელოვნების დარგებს ტრადიციული და თანამედროვე მიდგომებით.


სასწავლო პროგრამები:

გორის ხელოვნების პროფესიული სასწავლებელი თავისი მისიის შესრულების გზის დასაწყისში ოთხი წლის თავზე ახორციელებს ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეების(შიდა ქართლის მასშტაბით-უდედმამო და სოციალურად დაუცველი ფენა..ასაკი 10-დან 35-წლამდე) სწავლებას შემდეგი პროგრამული მიმართულებებით:

მხატვრული თექა, გობელენი და ქარგვა;
ხისკვეთა, ჭედურობა და ტიხრული მინანქარი;
ექს-/ინტერიერის დიზაინი, Qკერვა-მოდელირება და კერძი-კვების დიზაინი

იგეგმება ვებ-და მულტიმედია დიზაინის პროგრამული მიმართულების გახსნა 2009 წლიდან.

ძირითადი საქმიანობა:

გორის ხელოვნების პროფესიული სასწავლებელის მთავარი საქმიანობა მიმართულია ორგანიზაციის განვითარებაში მისიის მისაღწევ გზაზე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სასწავლებელმა კარი გაუღო შიდა ქართლის დევნილი მოსახლების წარმომადგენლებს საქმიანობაში ჩართვას ხელნაკეთების შექმნის უნარ-ჩვევების გადაცემა-განვითარებით მათი სოციალურ გარემოში დაბრუნების ხელშესაწყობად.

სწავლების, ტრენინგების და სხვა ღონისძიებებში პედაგოგთა და მოსწავლეთა მიერ წარმართული საქმიანობის დროს იქმნება გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები, ხელნაკეთები:

წვრილ-მსხვილი სუვენირები;
ქალის და მამაკაცის აქსესუარები;
ექს-/ინტერიერის მორთვა-მოკაზმვა;
კერძების დიზაინი
და სხვა.

გამოიყენება ადგილობრივი და ტრადიციული, უპირატესად ბუნებრივი მასალები, პროდუქტები და საშუალებები. მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნიმუშები სეზონურად გამოიფინება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტების მისაწვდომ ადგილებში: გორი, უფლისციხე, ბოდბე, ბორჯომ-პარკი, ბათუმი-ქობულეთი (ზაფხულში) და ბაკურიანი-გუდაური (ზამთარში), სხვა. სასწავლებელი არტ-გენის ორგზის მონაწილეა.

საკონტაქტო:

გორის ,,თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების პროფესიული სასწავლებელი”
ქ.გორი, სამეფოს ქ. #48;
ტელ: 8 (270) 7 19 78
მობ: 855 667767
e-maili: gori.artschool@gmail.com